Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კრუნიჩს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტორინოს შემდეგ რადე კრუნიჩის გაფორმების სურვილი კიდევ ერთმა გუნდმა, ფრაიბურგმა გამოთქვა.

მას შემდეგ, რაც ტორინოში მარკო ჯამპაოლო დაინიშნა, ტურინულ გუნდს არაერთი მილანის ფეხბურთელი დაუკავშირეს და მათ შორის კრუნიჩი.

გამოცემის მტკიცებით, დიავოლო ბოსნიელი ფეხბურთელის გაყიდვას 6 მილიონ ევროდ გეგმავს.

26 წლის ფეხბურთელს, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს, მილანს 2019 წელს შეუერთდა და მილანის მაისურით 15 მატჩი ჩაატარა.

Leave a Reply

Your email address will not be published.