Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუადრადო:“მესის იუვენტუსში მოსვლა ძნელი წარმოსადგენია“

ლეო მესის ბარსელონადან წასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება და მისი სახელი არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, მათ შორის იუვენტუსს.

ამ თემაზე ბიანკონერის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, ხუან კუადრადომ ისაუბრა.

„ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ მესი იუვენტუსში ვიხილოთ, თუმცა მახსოვს, როდესაც რონალდუს იუვენტუსში შესაძლო გადმოსვლაზე დაიწყო საუბარი, ამ თემას ყველა სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ეს ამბავი როგორც დასრულდა, ყველამ კარგად იცის.“

კუადრადომ რამდენიმე სიტყვა ანდრეა პირლოზეც თქვა:

„ჯერჯერობით ანდრეასთან საუბრის შანსი არ მქონია, თუმცა მას ჩემი საყვარელი პოზიციის შესახებ აუცილებლად გავესაუბრები. იმედი მაქვს, ის ისეთივე დიდი მწვრთნელი გახდება, როგორიც ფეხბურთელი იყო და მისი ცოდნის გამოყენებით ჩვენ ბევრი ტიტულის მოგებას მოვახერხებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.