Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კუადრადომ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

ხუან კუადრადოს წითელი ბარათი, რომელიც მან ფიორენტინას წინააღმდეგ მიიღო, ტურინელების პირველი მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

კოლუმბიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლოს გუნდში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, თუმცა ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ მისი მიმართულებით ძალიან ბევრი კრიტიკა გაისმა.

„როდესაც შენ ფეხბურთელი ხარ, ყველას ყველაფერი ძალიან მოკლე დროში ავიწყდება და ერთი შეცდომის გამო ძალიან გაკრიტიკებენ.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ გუნდს ჩემი შეცდომის გამო 10 კაცით მოუწია თამაში, თუმცა მე მაქვს რწმენა და ვარ დარწმუნებული, რომ მომავალი უკეთესი იქინება.“