კუადრადო:“ნაპოლი თავს 11 კაცით იცავდა“

ხუან კუადრადოს თქმით,იუვენტუსმა კარგი ფეხბურთი ითამაშა,თუმცა ნაპოლი თავს მთელი გუნდით იცავდა და თავისუფალი ზონების პოვნა შეუძლებელი იყო.

„ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავედით,თუმცა ნაპოლიმ თავი 11 კაცით დაიცვა და ჩვენ სივრცეების მოძებნა გვიჭირდა.


„ახლა ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ზე ვიფიქროთ.იმედგაცრუებულები ვართ,რადგან იუვენტუსს ყოველთვის გამარჯვება უნდა,თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ უდიდესი გუნდის ნაწილები ვართ და თავდაჯერებულობა უნდა დავიბრუნოთ.

„ეს მარტივი არ არის,არ შეიძლება უკან იყურებოდე და წარსულით იცხოვრო.თამაშის დროს,ვგრძნობდი რომ კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით,თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვივარგეთ.

„ვცდილობდით,მეკარესთან პირისპირ გავსულიყავით,თუმცა ნაპოლის კარგად ორგანიზებული დაცვა ჰყავს.ჩაწოდებაც ვცადეთ,თუმცა მათ ყველაფერი მოიგერიეს.

„რონალდუ შედეგით იმედგაცრუებული იყო,რადგან როგორც ყველა ჩვენგანს,მასაც გამარჯვება სურდა.პენალტები ყოველთვის ლატარეაა,ახლა თავები მაღლა უნდა ავწიოთ,ჩვენს შეცდომებზე ვისწავლოთ და სვლა განვაგრძოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.