Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კუადრადო და იუვენტუსი საბოლოოდ შეთანხმდნენ

Goal.com-ის ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი და ხუან კუადრადო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

კოლუმბიელი ფეხბურთელის მიმდიანრე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურება და ბიანკონერის გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, ამიტომ 32 წლის გარემარბი ხელშეკრულებას 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

კუადრადო და მისი კოლუმბია კოპა ამერიკას გათამაშებას ახლახანს დაემშვიდობნენ, ამიტომ ის რამდენიმე დღე კიდევ შვებულებაში იქნება, ტურინში დაბრუნებისთანავე კი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.