Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუადრადო:“ ვამაყობ, რომ იუვენტუსის კაპიტნობა მომიწია“

კალიარის დამარცხების შემდეგ ხუან კუადრადომ, რომელიც ჯორჯო კიელინის და ლეო ბონუჩის არყოფნის გამო გუნდს კაპიტნობდა, კომენტარი გააკეთა.

„სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ბურთის ფლობის მაჩვენებელი ყოველთვის ასეთი მაღალი გვქონდეს, გუნდს უფრო მეტი შეტევის შესაძლებლობა ექნება და ეს სწორედ ის არის, რაც პირლოს სურს და რაც ფეხბურთელებს გვსიამოვნებს.

„მწვრთნელი ჩვენგან ითხოვს, რომ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ, შემტევებუ უკეთ მოვამარაგოთ და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კარგ შედეგს მოგვიტანს. გუნდს სეზონის სტარტზე რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაემატა, რომლებიც იუვენტუსის ფილოსოფიას ნელ-ნელა ალღოს უღებენ და ეს მათ თამაშზეც აისახება.

„კაპიტნის სამკლაური ? აქ გატარებული საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და ძალიან ვამაყობ, რომ კაპიტნის სამკლაურის ტარების პატივი მხვდა წილად. ვცდილობ, რომ გუნდისთვის ლიდერი ვიყო როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. იუვენტუსს არაერთი კაპიტანი და ძლიერი ფიგურა ჰყავს, რაც საერთო ჯამში გუნდს აძლიერებს.“