Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კუადრადო:“ იუვენტუსი რონალდუზე მნიშვნელოვანია…“

იუვენტუსის ვინგერმა ხუან კუადრადომ ჩელსისთან გამარჯვებაზე, კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლაზე და სხვა თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ კმაყოფილები ვართ იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონების წინააღმდეგ გუნდური გამარჯვება მოვიპოვეთ, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვჭირდებოდა.

„ბოლომდე ბრძოლა ჩვენს DNA-შია და დიდი გუნდების წინააღმდეგ ეს ყოველთვის გვეტყობა, მაგრამ ამ გამარჯვებამ ჩვენ არ უნდა მოგვადუნოს, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

„შესაძლოა ჩელსისთან საუკეთესო ფეხბურთი არ ვაჩვენეთ, მაგრამ ჩვენ გუნდურად ვითამაშეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ, ეს კი ყველაზე მნიშნელოვანია.“

ხვალ სერია ა-ში ტურინული დერბი გაიმართება.

„ტორინო ახლა იმაზე უფრო სოლიდურია, ვიდრე აქამდე იყო. ეს გამორჩეული მატჩი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე ქომაგებისთვის, მაგრამ ჩვენთვის უმნიშნელო შეხვედრა არ არსებობს.

„რონალდუ ? ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამხელა ძალაა კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ იუვენტუსზე მნიშვნელოვანი არც ერთი ფეხბურთელი არ არის და ჩვენ ვცდილობთ, რომ ბევრი მუშაობით მისი წასვლის ეფექტი მაქსიმალურად შევამსუბუქოთ.“