Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კუადრადო:“ კიელინი დიდებული ადამიანია, რომელსაც გამორჩეული ქარიზმა აქვს…“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ ლაციოსთან მატჩის წინ ჯორჯო კიელინისა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბიანკონერის მაისურით ბოლო საშინაო მატჩს ატარებენ.

„მე იუვენტუსში დიბალასთან ერთად მოვედი და პირველივე შეხვედრისთაანვე, კიელინი ორივეს გადაგვეხვია და იმ წუთიდან თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.

„ჯორჯო დიდებული ადამიანია, რომელსაც გამორჩეული ქარიზმა აქვს, რომლითაც ბევრი ადამიანი ვერ დაიკვეხნის.

„დიბალას რაც შეეხება, ის ჩემთვის ძმასავით არის და იმედი მაქვს, რომ პაულო იპოვნის ადგილს, სადაც ის ახალ გამარჯვებებს მიაღწევს.“