Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუადრადო:“ რონალდუს ერთი სული ჰქონდა, როდის დაბრუნდებოდა“

ფერენცვაროშთან მატჩის წინ ხუან კუადრადომ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგაზე თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ბარსელონასთან მარცხის შემდეგ მთელი გუნდი ორმაგად მოტივირებულია.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მწვრთნელის მოთხოვნები მოედანზე მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ, თუმცა ახალ ტაქტიკაზე გადასვლა გარკვეულ დროს მოითხოვს. დროთა განმავლობაში ჩვენ ფორმას აღვიდგენთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

„რონალდუ ? ის ძალიან ბედნიერია, რომ დაბრუნდა და ეს ყველამ მისი მოედანზე გასვლის პირველი წუთებიდან ვნახეთ. ის ჩვენთვის ერთგვარი იარაღია, რომლის იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს.

„ის როგორც ყოველთვის ძალიან თავდაჯერებულია და მისი ენერგია მთელს გუნდს გადაეცემა. მისი გამარჯვების სურვილი მოტივაციას გვმატებს.“