Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუადრადო:“ სანერვიულო არაფერია“

იუვენტუსის ფეხბურთელის, ხუან კუადრადოს თქმით, არც თუ ისე კარგი სტარტის მიუხედავად გუნდს სანერვიულო არ აქვს.

იუვენტუსს 5 ტურის შემდეგ 3 ფრესთან ერთად 2 მოგება აქვს, ერთ-ერთი მატგანი ნაპოლის წინააღმდეგ ტექნიკური გამარჯვებაა.

„ბოლო სეზონებთან შედარებით არც თუ ისე კარგი სტარტი გვაქვს, თუმცა ისიც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჯერ არც ერთი თამაში არ წაგვიგია. 2015-16 წლების სეზონში ამაზე ბევრად უარესი სტარტი გვქონდა, თუმცა სკუდეტოს მოპოვება მაინც მოვახერხეთ.“

იუვენტუსი ოთხშაბათს საკუთარ მოედანზე ბარსელონას დაუპირისპირდება.

„ეს ძალიან სანახაობრივი მატჩი იქნება ორი უძლიერესი გუნდის მონაწილეობით. ჩვენ იუვეს ძალა ყველას უნდა დავანახოთ.

„ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, რადგან ასეთ შეხვედრებში გამარჯვების სურვილი უფრო დიდია.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიონალები ვართ და მოედანზე მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.“