Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კუადრადო:“ უმნიშვნელოვანესი გუნდური გამარჯვება…“

ხუან კუადრადომ, რომელიც ინტერის კარში 2 უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„რატომ შევასრულე მე პენალტი ? 11-მეტრიანების დარტყმა ნაკრებში რამდენჯერმე მომიწია და იმის ფონზე, რომ მოედანზე რონალდუ აღარ იყო, გადავწყვიტე პენალტი მე დამერტყა, რადგან თავდაჯერებულობას ვგრძნობდი. ყველაზე მნიშვნელოვანი არა გოლი, არამედ მოპოვებული 3 ქულაა, რომლისთვისაც მთელმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული მატჩი გამოდგა, რადგან ჩვენი მეტოქე ისეთი ძლიერი გუნდი იყო, როგორიც ინტერია, თუმცა იუვენტუსმა გუნდურად იბრძოლა და გამარჯვება დაიმსახურა.

„ნაპოლის მატჩი ? ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და იმედი გვაქვს, რომ ეს სამკარისი იქნება. სამწუხაროდ ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული აღარ არის, მაგრამ იუვე მომდევნო მატჩშიც 3 ქულისთვის იბრძოლებს და იმედი გვაქვს, რომ ეს საკმარისი იქნება.“