Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კუალიარელას იუვეში ტრანსფერი ჩაიშალა

იუვენტუსი სათადარიგო ფორვარდის ძიებაშია და ბოლო პერიოდში ბიანკონერის სამპდორიას ფორვარდი ფაბიო კუალიარელა დაუკავშირეს, თუმცა როგორც ჩანს ტურინელებს შემტევის ძიება სხვაგან მოუწევთ.

სამპდორია 37 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, 1 მილიონ ევროს ითხოვდა, რომლის გადახდასაც იუვე არ აპირებდა. ტურინელებმა ვერც ფეხბურთელთან მიაღწიეს პირად კონტრაქტზე შეთანხმება, რადგან ფაბიოს იუვესთან 18-თვიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, ტურინელები კი მხოლოდ 6-თვიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ.

ცოტა ხნის წინ კუალიარელამ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე დაადასტურა, რომ ის სამპდორიას დატოვებას არ აპირებს და დიდი ალბათობით, ვეტერანი იტალიელი გენუელებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.