კულიბალი:“მერტენსი ‘მკვლელი’ ფეხბურთელი გახდა“

დრის მერტენსმა კოპა იტალიას ნახევარფინალში გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდისი წოდება მოიპოვა,რაზეც კალიდუ კულიბალიმ ისაუბრა.

„ჩვენ ნაპოლიში მოსვლის პირველი დღეებიდან ვმეგობრობთ,ის ჩემთან მანქანით მოდიოდა და სავარჯიშოდ ერთად დავდიოდით.

„ჩვენ ძალიან ბევრი კარგი დრო გვაქვს ერთად გატარებული როგორც სავარჯიშო მოედანზე,ასევე მის გარეთ.ერთხელ მისი მამაც კი მესაუბრა და მითხრა,რომ მათ ჩემი სჯეროდათ და არასოდეს არ უნდა დავნებებულიყავი.თამამად შემიძლია ვთქვა,რომ მერტენსი ბედნიერ და მხარდამჭერ ოჯახში გაიზარდა.

„მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ,რადგან მერტენსმა ეს დაიმსახურა.“

მერტენსი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა,თუმცა ამ გოლების უმეტესობა ბოლო წლებში მას შემდეგ გაიტანა,რაც გარემარბიდან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გადაინაცვლა.

„ის ძალიან განვითარდა,მერტენსი ნამდვილი მკვლელი გახდა წინა ხაზში.გონსალო იგუაინის მსგავსად,მას  ყველაფრის გაკეთება შეუძლია და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.მის გვერდით თამაში ჩემთვის პატივია.“

მერტენსმა პირველი სამი სეზონის განმავლობაში 34 გოლი გაიტანა,ოდნავ მოგვიანებით კი 2016-17 წლების სეზონში ამდენივე გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.