Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კულიბალი:“მესის წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველოდები“

კალიდუ კულიბალიმ ბარსელონასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და განაცხადა,რომ ის მესისთან თამაშს მოულოდნელად ელოდება.

მოგეხსენებათ,გუნდებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაში კულიბალი ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ იღებდა.

„მესის და სუარესის წინააღმდეგ თამაში პირველ ტურშიც მსურდა,თუმცა ტრავმის გამო ეს ვერ მოხერხდა და დღეს ჩემი შესაძლებლობების 400 პროცენტს გავიღებ,რომ თამაში მოვიგოთ და გულშემატკივრები გავახაროთ.

„იმედი მაქვს,რომ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ამ სეზონში კიდევ მოგვიწევს თამაშების ჩატარება. დღეს ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვუპირისპირდებით და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება მოგვიწევს.

„ჩვენ განვითარება უნდა განვაგრძოთ და მენტალურად უნდა გავძლიერდეთ.ნაპოლის არავის წინააღმდეგ არ ეშინია თამაში და გამონაკლისი არც ბარსელონაა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.