Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულიბალიმ ლონდონში სამედიცინო შემოწმება გაიარა

კალიდუ კულიბალიმ ლონდონში სამედიცინო შემოწმება დაასრულა და ის უახლოეს პერიოდში ჩელსის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

ნაპოლი 31 წლის სენეგალელი უკანახაზელის სანაცვლოდ ჩელსისგან 38 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც შემდგომში ბონუსების სახით 2 მილიონი ევრო დაემატება.

კულიბალი ჩელსისთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც ის სეზონში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.