კულიბალი:“ნაპოლი თავდაჯერებულობას იბრუნებს“

კალიდუ კულიბალის ნაპოლი კოპა იტალიას ფინალში გავიდა და 17 ივნისს იუვენტუსს დაუპირისპირდება.

თამაშის შემდეგ სენეგალელმა მცველმა კომენტარი გააკეთა:

„ინტერის გოლს საწყის წუთებზე არ ველოდებოდით,თუმცა კარგი რეაქცია გვქონდა,ზეწოლას მოვუმატეთ და გასვლაც დავიმსახურეთ.

„გატუზომ ჩვენი თავის რწმენა შეგვმატა,რაც რატომღაც დაკარგული გვქონდა და გაგვახსენა,რომ ჩვენ გამორჩეული ფეხბურთელები ვართ.ზეწოლის ქვეშ ცოტა გაგვიჭირდა,თუმცა ვიცით,როგორ გავუმკლავდეთ ასეთ სიტუაციებს და გამარჯვებულები როგორ გამოვიდეთ.

„სულ რამდენიმე დღეში უფრო მძიმე თამაში გველის,ასე რომ თვითკმაყოფის დრო არ გვაქვს,ბევრი უნდა ვიმუშაოთ,რომ მზად ვიყოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.