Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულიბალის ნაპოლის დატოვება სურს ?

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, კალიდუ კულიბალის აგენტი ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს უახლოეს დღეებში შეხვდება და მხარეები სენეგალელი ფეხბურთელის მომავალს განიხილავენ.

წყაროს ინფორმაციით, 30 წლის ცენტრალურ მცველს ნეაპოლის დატოვება და ისეთ გუნდში გადასვლა სურს, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეეძლება და ტიტულებისთვის იბრძოლებს.

როგორც დე ლაურენტისმა რამდენიმე დღის წინ თქვა, გუნდში ხელშეუხებელი არავინ არ არის, მათ შორის არც კულიბალი, მაგრამ პარტენოპეის პრეზიდენტს მის სანაცვლოდ 60 მილიონის მიღება სურს, ამ თანხას კი არსებული კრიზისის ფონზე ალბათ არავინ გადაიხდის.

კულიბალი გუარდიოლას ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია და მას მანჩესტერ სიტის უკვე დიდი ხანია უკავშირებენ, მაგრამ ჯერჯერობით ინგლისელები სენეგალელი უკანახაზელის ტრანსფერზე არ აქტიურობენ…