Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კულიბალის ნაპოლიში დარჩენა სურს, თუმცა…

იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას მტკიცებით, კალიდუ კულიბალის კონტრაქტის გახანგრძლივება და ნაპოლიში დარჩენა სურდა, თუმცა დე ლაურენტისს მასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს…

სენეგალელი ფეხბურთელი უკვე არაერთი წელია გუნდის წამყვანი ფიგურა და ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. გუნდები წლების განმავლობაში მზად იყვნენ, რომ მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა დე ლაურენტისი ყველა წინადადებას ბლოკავდა.

კულიბალიმ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას კარიერის ბოლომდე ნაპოლიში ყოფნა უნდოდა, მაგრამ დე ლაურენტისს ესმის, რომ ასაკიდან გამომდინარე, ფეხბურთელის გაყიდვის ერთ-ერთი ბოლო შანსი ახლა აქვს და 60-70 მილიონ ევროზე უარის თქმას არ აპირებს…

Leave a Reply

Your email address will not be published.