Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კულიბალის სიტიში ტრანსფერი ჩაიშალა

მანჩესტერ სიტიმ ნაპოლის აცნობა, რომ კალიდუ კულიბალის გაფორმებას აღარ აპირებს.

სენეგალელ ფეხბურთელს გუარდიოლას გუნდს უკვე რამდენიმე კვირაა უკავშირებენ და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ კულიბალის კარიერა პრემიერ ლიგაში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა სიტიმ ნაპოლის მიერ მოთხოვნილი 75-80 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვა და მის ნაცვლად ბენფიკადან 53 მილიონი ევროს და ნიკოლა ოტამენდის სანაცვლოდ რუბენ დიასი დაიმატა.

ერთადერთი გუნდი, რომელიც კულიბალის ტრანსფერს კვლავ განიხილავს, პსჟ-ა, თუმცა დე ლაურენტისის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას დიდი ალბათობით არც ფრანგები ისურვებენ და 29 წლის უკანახაზელი გუნდში დარჩება.