Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულიბალის ტრავმამ მანოლასის სიტუაცია შეცვალა

იტალიური წყაროების ინფორამციით, კალიდუ კულიბალის ტრავმა ნაპოლის მცველისთვის კოსტას მანოლასისთვის გუნდში დარჩენის კიდევ ერთი შანსი იქნება.

ბერძენმა ფეხბურთელმა გაუთავებელი ტრავმების და ამირ რაჰმანის კარგი თამაშის გამო სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ბევრი ზამთარში მისი გუნდიდან წასვლას ვარაუდობდა, მაგრამ როგორც ჩანს ის გუნდში მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.

30 წლის ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სავარაუდოდ სერია ა-ს მომდევნო ტურში ატალანტას წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება.