Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულიბალი:“ ეს მხოლოდ დასაწყისია…“

ნაპოლის უკანახაზელმა კალიდუ კულიბალიმ ფიორენტინასთან მატჩზე ისაუბრა.

„იყო თუ არა ეს სრულყოფილი მატჩი ? არა, რადგან ჩვენ გოლი გავუშვით, მაგრამ გუნდმა გაშვებულ გოლზე კარგი რეაგირება მოვახდინეთ და ფიორენტინას ქომაგების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

„ახლა ჩვენ ვართ გუნდი, რომლის დამარცხებასაც ყველა გაორმაგებული მოტივაციით შეეცდება. სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და წინ გაცილებით რთული მატჩები გველოდება.“