Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულიბალი ლივერპულს უახლოვდება

„La Gazzetta dello Sport“-ის მტკიცებით,ნაპოლი მზად არის ნებისმიერი წინადადების განსახილველად,რომელიც 100 მილიონი ევროდან იწყება.

იგივე გამოცემას თუ დავუჯერებთ,ლივერპული ტრანსფერში დეჟან ლოვრენის ჩართვას აპირებს,რომლითაც ნაპოლი ინტერესდება.

მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალისთვის პრიორიტეტი სხვა პოზიციების გაძლიერებაა და ნაკლებად სავარაუდოა,რომ ლივერპულს სერიოზული კონკურენცია გაუწიონ.

კულიბალის ივნისში 29 წელი უსრილდება,მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ წერია,აქედან გამომდინარე ყველა წინადადება კლუბის პრეზიდენტთან უნდა იყოს განხილული.

Leave a Reply

Your email address will not be published.