კულიბალი მანჩესტერ სიტიში გადადის?

იტალიურმა და ბრიტანულმა მედიამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია,რომ ნაპოლი კალიდუ კულიბალის მანჩესტერ სიტიში,80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს.

კულიბალიმ ნაპოლიში 6 შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მისი გაფორმება ისეთ გუნდებს სურთ,როგორებიცაა ბარსელონა,პსჟ,ლივერპული,მადრიდის რეალი და სხვა.

თუმცა იტალიური Il Mattino-ს მტკიცებით,სენეგალელ ფეხბურთელს პეპ გუარდიოლას მანჩესტერ სიტიში სურს თამაში.გამოცემის მტკიცებით,დე ლაურენტისს სურს გატუზოს სატრანსფერო სურვილები აუსრულოს და ამისთვის კულიბალის გაყიდვაზე თანახმაა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით,ფეხბურთელმა მადრიდის რეალი და ბარსელონა უკვე გაისტუმრა უარით და ინგლისურ გუნდთან პირად კონტრაქტზეც აწარმოებს მოლაპარაკებას.

კულიბალი ნაპოლიში 2014 წელს 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მას შემდეგ გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.