Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კულიბალი – მილიკის გაყიდვის შემდეგ, ნაპოლი კიეზას გაფორმებას შეეცდება?

კალიდუ კულიბალი მანჩესტერ სიტის უფრო და უფრო უახლოვდება და სავარაუდოდ მისი ტრანსფერი მომავალ კვირაში დაიხურება. მის სანაცვლოდ ნაპოლი დაახლოებით 75 მილიონს მიიღებს.

ახალ კლუბს ეძებს არკადიუშ მილიკიც, რომელიც დაახლოებით 40 მილიონი ევრო ღირს და CalcioNapoli24-ის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც გუნდი ორივე მათგანს გაყიდის, დე ლაურენტისი ფიორენტინას ფედერიკო კიეზას გაფორმებას შეეცდება.

ფიორენტინა კიეზას დაახლოებით 60 მილიონ ევროდ აფასებს, ნაპოლის კი ალანის გაყიდვის შემდეგ 25 მილიონი უკვე შეუვიდა და კულიბალი-მილიკის გაყიდვით კიეზას ტრანსფერისთვის თანხის გამოყოფა არ უნდა გაუჭირდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.