Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კულიბალი:“ ნაპოლი 100 პროცენტით გატუზოს გვერდით დგას“

კალიდუ კულიბალიმ მილანთან მატჩზე და ჯენარო გაუტზოზე ისაუბრა.

„მილანთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სამწუხაროა, რომ ჩვენ დავმარცხდით. ჩვენ ვიცით, თუ რა შეგვეშალა, გუნდი სწორი მენტალობით არ თამაშობდა და კონკრეტულმა ეპიზოდებმა თამაშის ბედი გადაწყვიტა.

„ჩვენ ბევრ გოლს არ ვუშვებთ, მაგრამ იბრას წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია, მან ორი ურთულესი გოლი გაიტანა.

„ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, თამაშის ბედი რამდენიმე ეპიზოდმა გადაწყვიტა. კრიტიკა, რომელიც ჩვენს მიმართ მოდის, გუნდს მოტივაციას მატებს და ჩვენ გვსურს დავამტკიცოთ, რომ ხალხი მართალი არ არის.

„გატუზოსთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ გატუზოს 100 პროცენტით ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, მისი მითითებები ზედმიწევნით შევასრულოთ.

„ჩვენ სერია ა-ს ლიდერებთან წავაგეთ და ის კრიტიკა, რომელიც ჩვენი მიმართულებით წამოვიდა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხალხი ნაპოლისგან ბევრს მოელის.“