Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულიბალი:“ ჩემი გაფორმება არაერთ გუნდს სურდა…“

ნაპოლის მცველის კალიდუ კულიბალის თქმით, მისი გაფორმება გასული წლების განმავლობაში არაერთ ევროპულ გრანდს სურდა, თუმცა ის ბედნიერია, რომ საბოლოოდ პარტენოპეის რიგებში დარჩა.

„მე მოლაპარაკებებს პსჟ-სთან და სხვა რამდნეიმე გუნდთან ვაწარმოებდი, ინტერესი მართლაც არსებობდა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს.

„ნაპოლიმ ჩემი გაყიდვა, საკმაოდ მსუყე წინადადებების მიუხედავად, არ მოისურვა და ჩემს მიმართ სიყვარული გამოავლინა.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ დიდებული გუნდის რიგებში თამაშის საშუალება მეძლევა. მსურს, რომ დაუღალავად მუშაობა გავაგრძელო და მსოფლიოში საუკეთესო მცველების რიგებში ვიყო.

„პსჟ-ს მხრიდან ინტერესი იმის მანიშნებელია, რომ მე კარგად ვთამაშობ, რაც ძალიან მახარებს.“