Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

„კულულევსკიმ იუვენტუსის შესაბამისი ხარისხი უნდა აჩვენოს“

პარმას მთავარი მწვრთნელის რობერტო დავერსას თქმით,დეჯან კულულევსკიმ ის თამაში უნდა აჩვენოს,რის გამოც იუვენტუსმა მისი შეძენა გადაწყვიტა.

იუვენტუსმა ფეხბურთელი,რომელიც დარჩენის სეზონს პარმაში გაატარებს,44 მილიონ ევროდ შეიძინა და ის ბიანკონერის რამდენიმე თვეში შეუერთდება.

გუშინდელ თამაშში ტორინოს წინააღმდეგ,რომელიც ფრედ,ანგარიშით 1 – 1 დასრულდა,გარემარბმა სასურველი თამაში ვერ აჩვენა.

„მე მას ვესაუბრე,მისი ასაკის მიუხედავად,კულულევსკი ძალიან ზრდილობიანი და მშვიდი ადამიანია.მას ვუთხარი,რომ ახლა ყველა თამაში უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშოს და იუვენტუსს დაუმტკიცოს,რომ მისი შეძენით შეცდომა არ დაუშვეს.

„კულულევსკის დიდი მომავალი აქვს.ასეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელი იშვიათია და სწორი განვითარების შემთხვევაში,ის წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწევს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.