Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კულუსევსკი:“ იუვეში ტიტულების მოსაგებად მოვედი“

იუვენტუსის შვედმა ახალწვეულმა გუნდის მიზნებზე და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშის შესახებ ისაუბრა.

„კვირას ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე იუვეს მაისურით. იმედი მაქვს, რომ მწვრთნელი თამაშის საშუალებას მომცემს, ამ დღეს უკვე დიდი ხანია ველოდები.

„მე აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი და მინდა, რომ როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი განვითარდე. იმედი მაქვს, რომ იუვეს გულშემატკივრებს არაერთხელ გავახარებ.

„რონალდუ? ის უდიდესი ფეხბურთელი და ამავდროულად ძალიან კარგი ადამიანია. მას ყველასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ფეხბურთის გარდა, სხვა უამრავ თემაზე ვსაუბრობთ.

„მისი სიტყვები ყველასთვის დიდი მოტივაციაა და იმედი მაქვს, რომ მასთან ერთად თამაში დიდი ხანი მომიწევს.

„ფეხბურთელისთვის ყოველი დღე ბრძოლაა. ჩვენ ყველა მატჩში 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს სისუსტეს ყველა შენიშნავს.

„მე გუნდისთვის დამატებითი ენერგიის მიცემა შემიძლია. მოედანზე ყოფნა ყოველთვის მსიამოვნებს, ბევრს დავრბივარ და იმედი მაქვს, რომ გუნდს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარები.

„იბრა? ის ჩემი კუმირია. მან ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომელზეც ვერც ერთი შვედი ვერ იოცნებებდა. იუვენტუსში გადასვლის შემდეგ მან მე დამირეკა და მომილოცა, ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იბრა მე დამირეკავდა…“

Leave a Reply

Your email address will not be published.