Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კულუსევსკი:“ პირლო ახალგაზრდებისთვის იდეალური მწვრთნელია“

დეიან კულუსევსკიმ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა.

„მისტერ პირლო შესანიშნავია მწვრთნელია, რადგან ის საჭირო თავდაჯერებულობას გაძლევს. იცი, რომ თუ კარგად ივარჯიშებ, ითამაშებ კიდეც. ისეთი მწვრთნელის ყოლა, რომელსაც ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სათამაშო დროის მიცემის არ ეშინია, ძალიან კარგია.

„მწვრთნელიც და სტაფიც ძალიან გვეხმარებიან როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ისინი მზად არიან, რომ ნებისმიერ კითხვაზე გაგცენ პასუხი და როდესაც იმას არ აკეთებ, რაც მოგეთხოვება, ყველაფერს დეტალურად გიხსნიან, რომ ასეთი შეცდომა აღარ გაიმეორო.“