Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კულუსევსკი:“ რონალდუს გაჩერება შეუძლებელია“

დეიან კულუსევსკი რონალდუს სანაკრებო დონეზე ხვალ დაუპირისპირდება. ახალგაზრდა ფეხბურთელმა პორტუგალიელ ვარსკვლავზე ისაუბრა.

ნაკრებებს შორის გამართული პირველ შეხვედრაში რონალდუმ 2 გოლის გატანა მოახერხა და პორტუგალიამ შვედეთი 0 – 2 დაამარცხა.

„პირველ შეხვედრაში რონალდუს გაჩერება შეუძლებელი იყო. თუ მას კარგი დღე აქვს, მას თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია.

„ახლა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს უფრო კარგად ვიცნობთ, მის წინააღმდეგ თამაში უფრო სახალისო იქნება და მისი დამარცხების შანსის გამოყენებას შევეცდები.

„იზოლაცია ? არანაირი პრობლემა არ გვქონია, მთელი გუნდი იმას ვაკეთებდით, რასაც გუნდი გვეუბნებოდა.

„იუვენტუსის ექიმმა მითხრა, რომ ყველაზე უსაფრთხო J Hotel-ში დარჩენა იქნებოდა, რაც მე გავაკეთე და დღეში 2-ჯერ ვარჯიშის საშუალება მქონდა.“