Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულუშევსკიმ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის შემტევმა დეიან კულუშევსკიმ შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ბიანკონერის რიგები დატოვოს და ატალანტაში დაბრუნდეს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ალეგრი კულუშევსკის პროექტში არ ჯდება და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, ტურინელები შვედი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან.

კულუშევსკი ატალანტას აკადემიის აღზრდილი გახლავთ და იუვენტუსმა მის სანაცვლოდ ბერგამოელებს 2020 წლის იანვარში 35 მილიონი გადაუხადა, შემდეგ კი პარმას რიგებში გაანათხოვრა.

დეიანი ტურინში გასული სეზონის სტარტზე დაბრუნდა და 47 მატჩში 7 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.