Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულუშევსკის მსურველების სია იზრდება…

იტალიურ მედიაში იუვენტუსიდან დეიან კულუშვსკის შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია არ წყდება და როგორც ჩანს, ახალგაზრდა შვედ ტალანტს მსურველები არ აკლია.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ატალანტას და ტოტენჰემის შემდეგ, ახალგაზრდა ტალანტის გაფორმების სურვილი ლონდონის არსენალმაც გამოთქვა.

წყაროს ცნობით, მეთოფეები იუვენტუსს კულუშევსკის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ და ინფორმაცია გამოითხოვეს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, იუვენტუსი დეიანის გაყიდვას ზამთარში შეეცდება და მას 35 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისებს.