Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულუშევსკი:“ სხვა გუნდების მხრიდან ინტერესი სასიამოვნოა…“

იუვენტუსის შემტევმა დეიან კულუშევსკიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთა.

ახალგაზრდა შვედ ტალანტს ბოლო კვირეებში ინგლისურ გუნდებს უკავშირებენ.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გაფორმებით არაერთი გუნდი ინტერესდება, რადგან როდესაც ერთ ადგილას საქმე კარგად არ მიდის, შენ შესაძლოა სხვაგან გაგიმართლოს, მაგრამ როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემი ყურადღება ახლა იუვენტუსზეა და მე აქ უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება მსურს, რაც სხვა გუნდებზე ფიქრის შემთხვევაში გამიჭირდება.“