კულუშევსკი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს
იტალიური მედიის ცნობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს დეიან კულუშევსკი შესაძლოა ტურინულ გრანდს დაუბრუნდეს.
კულუშევსკი ტოტენჰემში იჯარის წესით იმყოფება, მისი შემდგომში 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი მატჩების 50 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას და ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგაზე გავა, სავალდებულო გახდება.
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ტოტენჰემში ანტონიო კონტესა და ფაბიო პარატიჩის გაურკვეველი სიტუაციის ფონზე, თუ კულუშევსკის გამოსასყიდი პუნქტის პირობები არ შესრულდა, საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ ინგლისელებმა ფეხბურთელზე უარი თქვან და ის ტურინში დააბრუნონ.
22 წლის შვედის აქტივში მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.