Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუმანი:“ ბარსელონა ჯგუფში ფავორიტია“

ბარსელონას მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის აზრით, ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის ფავორიტები კატალონიელები არიან. შეგახსენებთ, რომ ბარსასთან ერთად ჯგუფში იუვენტუსი, კიევის დინამო და ფერენცაროში არიან.

„ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. თეორიულად ჩვენ ფავორიტები ვართ, თუმცა ამის დამტკიცება მოედანზე მოგვიწევს.

„იუვენტუსი წლიდან წლამდე ამტკიცებს, რომ ისინი ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან. მათ ისეთი ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორიც მაგალითად კრიშტიანუ რონალდუა. ჩვენ გვყავს პიანიჩი, რომელის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშში დაგვეხმარება.“