Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუმანი:“ იუვე და ბარსელონა შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდნენ“

ბარსელონას მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის აზრით, იუვენტუსი და ბარსელონა ჯგუფიდან აუცილებლად გავლენ.

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგად იუვენტუ და ბარსელონა კიევის დინამოსთან და ფერენცვაროშთან ერთად G ჯგუფში მოხვდნენ.

„კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილები ვართ, ბარსელონა და იუვე ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტები არიან.

„დანარჩენ გუნდებს ბარსასთან და იუვესთან თამაში ბედნიერება ექნებათ, თუმცა ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ორივე გუნდი მომდევნო ეტაპზე უნდა გავიდეს.“