Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუმანი:“ რონალდუ ჩემი პრობლემა არ არის“

რონალდ კუმანმა იუვესთან მატჩის წინ პრესკონფერნეციაზე განაცხადა, რომ რონალდუს ყოფნა-არყოფნის საკითხი მისი პრობლემა არ არის.

„ხვალ ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი შეხვდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს აპირებს გასვლას და ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში კარგი შედეგის დაფიქსირება მნიშვნელოვანი იქნება.

„მწვრთნელი გუნდს ყველა მატჩში გამარჯვებას უნდა თხოვდეს და გამონაკლისი ჩვენთვის არც ხვალინდელი დაპირისპირება ექნება, თუმცა იქიდან გამომდინარე, თუ ვის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, დაცვაში ორჯერ მეტი ყურადღება გვმართებს.

„რონალდუ ? ის ძალიან დიდი ფეხბურთელია, თუმცა არ ვიცი, მისცემენ თუ არა მას თამაშის უფლებას, ეს ჩემი პრობლემა არ არის. მე მას დიდ პატივს ვცემ და თუ ის ხვალ მოედანზე იქნება, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები.

„პირლო ? ის უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, თუმცა როგორც მწვრთნელი მისი შეფასება ჯერჯერობით ძალიან ადრეა. მისთვის ასეთი გუნდის ჩაბარება დიდი შანსი და დიდი გამოწვევაა. ჩვენთვის ასეთი დონის გუნდებში ყოფნა ახალი გამოცდილებაა და ორივე ჩვენგანს გარკვეული დრო გვჭირდება, თუმცა ხვალ გულშემატკივარი უმაღლესი დონის ფეხბურთს იხილავს.

„იუვე ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, რომელსაც შემადგენლობაში ძალიან გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაცვის ხაზში გარკვეული პრობლემები აქვთ, მათ მაინც ერთ-ერთუ საუკეთესო უკანახაზი ჰყავთ.

„მათ იციან, თუ როგორ გააკონტროლონ შეხვედრა. დიბალას ბევრი საფრთხის შექმნა შეუძლია, მორატა კი გოლის გასატანად ყოველთვის მზად არის, მათ გარდა კი გუნდს შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰყავს.“