Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუმანი:“ სამწუხაროა, რომ დე ლიხტი იუვენტუსში თამაშობს“

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა იუვესთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენი მიზანი თამაშის მოგება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ბარსას ანსუ ფატის და დემბელეს გარეშე მოუწევს თამაში, რაც დიდი დანაკლისია, მაგრამ მოედანზე მაინც საბრძოლო შემადგენლობით გავალთ, რადგან ამ თამაშის მოგება გვსურს.

„რონალდუ კვლავ უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რაც მის შედეგებზეც აისახება. ჩვენ თავი კარგად უნდა დავიცვათ, რადგან თუ მას სივრცე მივეცით, კრიშტიანუ აუცილებლად დაგვსჯის. ლეო და რონალდუ ბოლო 15 წლის საუკეთესო ფეხბურთელები არიან.

„დე ლიხტი ? ის ასაკის მიუხედავად უკვე ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი და ლიდერია, რომელსაც შეუძლია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. სამწუხაროა, რომ მატიასი არა ბარსელონაში, არამედ იუვენტუსში თამაშობს, ბარსელონაში უფრო ადრე რომ მოვსულიყავი, მე მის დარწმუნებას შევძლებდი.“