Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუმანმა სუარესის მომავალზე ისაუბრა

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა სუარესის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

„სუარესს უკვე ვესაუბრე, თუმცა დატოვებს თუ არა ის გუნდს  მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ჯერჯერობით არ ვიცი.

„ჩვენ  ყველა კონტრაქტს პატივს ვცემთ და თუ მან გუნდის პოვნა ვერ მოახერხა, სუარესი გუნდთან ერთად ჩვეულებრივ ივარჯიშებს.“

სუარესის ტრანსფერი იუვეში ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცესი, რაც იტალიური პასპორტის აღებას სჭირდება, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, სეზონი კი 2 დღეში იწყება…

Leave a Reply

Your email address will not be published.