Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუმბულამ კორონა ვირუსი დაამარცხა

ცოტა ხნის წინ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა რომას ლაზარეთიდან. ჯალოროსის ახალგაზრდა მცველმა, მარაშ კუმბულამ დღეს კორონა ვირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაიტარა და მისი პასუხი საბედნიეროდ უარყოფითი მივიდა.

20 წლის ფეხბურთელი ფიტნეს-შემოწმებას ხვალ გაივლის და დიდი ალბათობით, ის პაულო ფონსეკას განკარგულებაში ევროპა ლიგაზე დაბრუნდება.