Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუმბულა:“ გოლს რომას ვუძღვნი“

მარაშ კუმბულამ გუშინ გამარჯვების გოლი გაიტანა და რომას 3 ქულა მოუტანა. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ევროპაში მისი სადებიუტო მატჩი იყო.

„უკეთეს დებიუტს ვერც კი ვინატრებდი, ჩვენ ჩემი გოლის წყალობით გავიმარჯვეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდის გამარჯვებაში ჩემი დამსახურებაც არის.

„პირველ ნახევარში ისინი ძალიან მაღალ პრესინგს თამაშობდნენ და ცოტა გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი პრესინგი ნაკლებად ინტენსიური გახდა, რამაც საქმე გაგვიმარტივა.

„მწვრთნელის, თანაგუნდელების და სტაფის წყალობით რომას შესანიშნავად შევეწყე. მათ გარეშე ადაპტაციას ასე მარტივად ვერ გაივლიდი.

„ამ გოლს გუნდს და მის თითოეულ წევრს ვუძღვნი.“