Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კუმბულა ინგლისურ გრანდსაც მოუნდა

ინტერს, მილანს და ლაციოს მარაშ კუმბულას ტრანსფერში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.

იტალიური გამოცემა L’Arena-ს ინფორმაციით, 20 წლის ალბანელი ცენტრალური მცველის გაფორმების სურვილი ტოტენჰემმა გამოთქვა.

ჯერჯერობით არც ერთ გუნდს ვერონასთვის კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ და ლონდონელები ამით სარგებლობას აპირებენ. ვერონა ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ პირდაპირი ინვესტიციის სახით მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ამ ეტაპზე იტალიურ გრანდებს არ შეუძლიათ, რაც ტოტენჰემს საკმაოდ მომგებიან პოზიციაზე აყენებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.