Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუმბულა:“ რომა კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია“

მარაშ კუმბულამ რომაში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„როდესაც რომას მხრიდან ინტერესის შესახებ გავიგე, ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ სწორედ მათ შემადგენლობაში მსურდა კარიერის გაგრძელება, რადგან ჯალოროსი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, ულამაზეს ქალაქში, რომელსაც გამორჩეული გულშემატკივრები ჰყავს.

„ვერონას დატოვება რთული იყო, რადგან იქ ძალიან დიდი დრო გავატარე, თუმცა რომაში გადასვლა კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. ვერონასა და რომას შორის ტაქტიკური თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა და ჯერჯერობით ადაპტაციის პროცესში ვარ და ვიცი, რომ უნდა მოვუმატო, თუმცა ვიცი, რომ მე ეს შემიძლია და ამისთვის დაუღალავად ვმუშაობ.

„ჩვენ ახალგაზრდული დაცვის ხაზი გვყავს, რომელიც უკვე ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა ჩვენ დროთა განმავლობაში უფრო ძლიერები გავხდებით.

„იუვესთან შეხვედრა გამორჩეული იყო, თუმცა გარკვეული სინანულის გრძნობა მაინც დაგვრჩა, რადგან ჩემი აზრით, იმ მატჩის მოგებას ვიმსახურებდით.“