Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუმბულა:“ რომა ჩემი კარიერისთვის საუკეთესო არჩევანია“

ჯალოროსის ახალმა შენაძენმა, მარაშ კუმბულამ რომაში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

20 წლის ფეხბურთელი რომას იჯარით შეუერთდა, სეზონის ბოლოს კი მგლებს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ და სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით საერთო ჯამში ვერონას 28.5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

„როდესაც რომას ინტერესის შესახებ გავიგე, დიდი ხანი არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ სწორედ რომა იყო ის გუნდი, სადაც კარიერის გაგრძელება მსურდა. მათ მე პრიექტი მაჩვენეს და მწვრთნელთან საუბრის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ ჯალოროსიში თამაში მინდოდა.

„რომას შესანიშნავი გულშემატკივრები, სტადიონი და ისტორია აქვს, ჩემი კარიერისთვის აქ თამაში დიდი წინსვლაა.“

ვერონამ სერია ა-ს სადებიუტო თამაში გაიხსენა, სადაც მისმა ვერონამ კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსს აჯობა.

„რონალდუ ძალიან ძლიერი ოპონენტი იყო, თუმცა მაქსიმალურად შევეცადე, რომ მისთვის თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მიმეცა. ძალიან რთულია პაულო დიბალასთან და რომელუ ლუკაკუსთან თამაშიც, თუმცა ასეთი დონის ფეხბურთელებთან ერთ მოედანზე ყოფნა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი გაკვეთილია.

„იუვესთან გამარჯვება დაუვიწყარი იყო, რადგან იმ დღეს ჩემი დაბადების დღე გახლდათ და უკეთეს საჩუქარს ვერც კი ვინატრებდი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.