Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კუმბულა:“ ჯეკო ჩვენი კაპიტანია“

მარაშ კუმბულა, რომელიც ჯალოროსის შემადგენლობას გასული სეზონის ბოლოს შეუერთდა, თავისი არჩევანით კმაყოფილია.

„რომას გასახდელში სიტუაცია ძალიან მომწონს, ჩვენ ყველა ერთიანი ვართ. არის მომენტები, როდესაც ბევრს ვხუმრობთ და ვიცინით, თუმცა თამაშებს მაქსიმალური სერიოზულობით ვეკიდებით და ეს მიდგომა ძალიან მომწონს.

„გუნდის ახალი მფლობელები ? ისინი ყოველთვის აქ არიან, ჩვენ მათ ყოველდღე ვხედავთ. ჩემზე ფრიდკინებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს.

„ჯეკო ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი აყვანა ვარჯიშზეც კი ძალიან მიჭირს და მასთან ერთად თამაში განვითარებაში მეხმარება. ჯეკოს დონის ფეხბურთელებთან თამაში გაიძულებს, რომ უკეთესი გახდე.

„ის თავს შესანიშნავად გრძნობს და ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, რაც თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია. ჯეკო ჩვენი კაპიტანია და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მატჩებში ის ჩვეულ დონეზე ითამაშებს.“