Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაიფციგი რომასგან კლუვერტის გამოსყიდვას გეგმავს

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ლაიფციგმა და რომამ ჯასტინ კლუვერტის გამოსასყიდ თანხაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

21 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგას სეზონის სტარტზე რომადან, იჯარის წესით წლის ბოლომდე შეუერთდა და მან მონაწილეობა 17 მატჩში მიიღო.

BILD-ის ინფორმაციით, ლაიფციგს ფეხბურთელის გამოსყიდვა 10-13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.