Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაიფციგმა მილანს საბიცერის ფასი შეუთვალა

მილანი მოდმევნო სეზონის წინ შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობს და მალდინი-მასარას დუეტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ჰაკან ჩალჰანოღლუს ღირსეული შემცვლელის პოვნა იქნება.

როოსნერის ბოლო კვირეებში არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს, ბოლო დღეებში კი ლაიფციგის მარსელ საბიცერის სახელმა მილანთან მიმართებაში არაერთხელ გაიჟღერა და Calciomercato-ს ცნობით, გერმანელებმა მილანს ფეხბურთელის ფასი უკვე შეუთვალეს.

წყაროს ინფორმაციით, ლაიფციგი 27 წლის ფეხბურთელს, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

ავსტრიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და აქტივში 9 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.