Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაიფციგს შიკის შენარჩუნება სურს

ლაიფციგი რომასთან ჩეხი შემტევის, პატრიკ შიკის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ მის შენარჩუნებას მომავალ სეზონშიც შეძლებს.

შიკმა გასული სეზონი ლაიფციგში იჯარის წესით გაატარა და გერმანელებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლოთ, თუმცა ამ თანხის გადახდა მათ არ ისურვეს და ფეხბურთელი რომას დაუბრუნდა.

რომა კი 24 წლის ფეხბურთელის ფასის დაკლებას არ აპირებს და ყველა წინადადებას, რომელიც ამ თანხაზე ნაკლები იქნება, უარით გაისტუმრებს.

24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ლაიფციგის მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.