Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაკაზეტის იუვეში ტრანსფერი რეალური ხდება

ბოლო დღეებში ლაკაზეტის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე ბევრი დაიწერა და როგორც ჩანს,ტრანსფერი დღითი დღე რეალური ხდება.

იტალიური მედია ირწმუნება,რომ ადნრეა პირლომ ლაკაზეტის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, რაც პარატიჩის ხელ-ფეხს უხსნის და მან ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.

Calciomercato-ს ინფორმაციით,იუვენტუსმა არსენალს დუგლას კოშტა ან ფედერიკო ბერნარდესკი უკვე შესთავაზა,თუმცა თუ ლონდონელები არც ერთი მათგანის გაფორმებას არ მოინდომებენ,ბიანკონერი მზად არის,ლონდონელებს კიდევ ორი ვარიანტი შესთავაზოს,კერძოდ კი დანიელე რუგანი და კრისტიან რომერო.

არსენალი რუგანის ტრანსფერით გასულ ზაფხულს ინტერესდებოდა და არ არის გამორიცხული, რომ იტალიელი მცველი ლაკაზეტის იუვენტუსში გადასვლის საწინდარი გახდეს,რაც იუვენტუსისთვის ორმაგად მომგებიანი იქნება – გუნდი ბალასტისგან განთავისუფლდება და გონსალო იგუაინის შემცვლელსაც გაიფორმებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.