Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაკაზეტი მილანურ გუნდებს შესთავაზეს

არსენალის შემტევის ალექსანდრ ლაკაზეტის აგენტი ორივე მილანურ გუნდს დაუკავშირდა და თავისი კლიენტის სამსახური შესთავაზა.

როსონერი შემტევის ძიებაში არიან და უამრავ სხვა კანდიდატებს შორის,ყველაზე რეალურ ვარიანტებად ლუკა იოვიჩი და არკადიუშ მილიკი რჩებიან.თუმცა,იმ შემთხვევაში თუ ლაკაზეტის გაფორმება ძვირი არ დაჯდება,როსონერიმ შესაძლოა ფრანგი ფორვარდის გაფორმება გადაწყვიტონ.

ნერაძური კი ლაუტარო მარტინესის წასვლის შემთხვევაში მის შემცვლელს ეძებს და ედინსონ კავანის ატლეტიკოში გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციიშ შემდეგ,შესაძლოა ლაკაზეტი კონტეს ფავორიტი აღმოჩნდეს.

29 წლის ფეხბურთელი არსენალში 2017 წელს 53 მილიონი ევროს სანაცვლოდ მივიდა და მას მიმდინარე კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.

Leave a Reply

Your email address will not be published.